რეზონანსი
10.10.2018

 ფლორიდის შტატში ქარიშხალ „მაიკლის“ მიახლოებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური განკარგულება გამოსცა.

საფრთხის წინაშეა ალაბამას და ჯორჯიას შტატებიც. ადგილობრივმა მთავრობებმა სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადასვლისკენ მოუწოდა. ალაბამას ცალკეულ რეგიონებში ქარბორბალაც არის მოსალოდნელი.

ქარშხალი „მაიკლი“, რომელიც მექსიკის ყურეში წარმოიშვა, სიმძლავრით მეორე კატეგორიას აღწევს. ის ფლორიდის სანაპიროსკენ მიემართება. სინოპტოკოსების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 155 კმ/სთ-ია.

ქარიშხალმა ცენტრალური ამერიკის რეგიონს უკვე გადაუარა. სადაც სტიქიამ 13 ადამიანი შეიწირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×