რეზონანსი
10.10.2018

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოჯახური ძალადობის ბრალდებით დედა-შვილი გაასამართლეს.

სასამართლომ ქმარს ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ჩარტყმისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, დედამთილს კი რძლის აკვნის ჯოხით ცემისთვის 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დაზარალებული მაგდა ტეკემაძე "იმედთან" საუბარში იხსენებს, რომ მასსა და მეუღლეს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა, ამის მიზეზი კი, ძირითადად, დედამთილი იყო. როგორ დაზარალებული ამბობს, ის ქმარი ხშირად სცემდა და ამის მოწმეები მეზობლებიც იყვნენ. ტეკემაძე ასევე ამბობს, რომ სამუშაოდ თურქეთში დადიოდა ხოლმე და ფულის ნაწილს სახლში ინახავდა, რომელიც ეკარგებოდა. სწორედ მოგროვებულ ფულს აძლევდა თავის დას, რაც დედამთილმა დაინახა და ამის გამო ჩხუბი დაიწყო.

დაზარალებულის თქმით, მას დაზიანებები სხეულის სხვადსხვა ადგილას ჰქონდა, მათ შორის ტუჩიც ჰქონდა გახეთქილი.  მაგდა ტეკემაძის ინფორმაციით, მის ქმარზე შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×