რეზონანსი
09.10.2018

ზაზა ოქუაშვილი ჩვეულებრივი მავრია ყველაფერი გააკეთა და კიდევ გააკეთებს - ასე უპასუხა გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

"ოქუაშვილს ჰქონდა 2 პრობლემა. ერთი ის, რომ ჩემ დროს ვითომ ზიანი რომ მიადგა მის კომპანიებს. ამ ზიანის გარკვეული თანხა სახელმწიფოსგან მიიღო. ამაში გარკვეულ თანხას უხდიდა არაფორმალურ მმართველებს. და მეორე, დავალიანება რაც დაუგროვდა აქციზის გადაუხდელობის შედეგად იმის რესტრუქტურიზაცია მოეხდინა და იმაში იხდიდა გარკვეულ თანხას. ორივე შემთხვევაში საქმე უკანონობასთან გვაქვს. ის არანაირი გმირი არაა, როგორც ეს სააკაშვილმა გამოაცხადა. 

ოქუაშვილი ჩვეულებრივი მავრია, მან ყველაფერი გააკეთა და კიდევ გააკეთებს. დარწმუნებული ვარ ივანიშვილის ჩანაწერს გამოაგდებს, სადღაც 14-15 ოქტომბრის შემდეგ. ივანიშვილსაც მშვენივრად ეცოდინება. ამით თავის საქმეს გააკეთებს. მეფე რომ შიშველია, აი ამ საქმეს გააკეთებს", – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×