რეზონანსი
09.10.2018

 ნავთობის ფასი ბარელზე, შესაძლოა,  100 დოლარამდე გაიზარდოს. "ბლუმბერგი" წერს, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი სანქციები იქნება. გამოცემა  წერს,  რომ კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც იმპორტზე არიან დამოკიდებულნი დაზარალდებიან და პოტენციურად ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება, თუმცა გლობალურ ეკონომიკას გაცილებით ნაკლები ზიანი მიადგება გამომდინარე იქიდან, რომ ის 2011 წელთან შედარებთ გაცილებით ნაკლებადაა დამოკიდებული ნავთობზე. 

აღსანიშნავია, რომ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი წელს უკვე 22%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 84 დოლარს შეადგენს, დაუმუშავებელი ნავთობის ფასი კი ბარელზე 74 დოლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×