რეზონანსი
09.10.2018

 თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ე.კ დამნაშავედ ცნო. 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, 2018 წლის 2 იანვარს ღამის საათებში, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ე.კ-მ ქ.თბილისში თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით თ.ხ. წააქცია და მისი გაუპატიურება სცადა. დაზარალებულის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შედეგად ე.კ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რის შემდეგაც თ.ხ.-ს ჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.კ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×