რეზონანსი
09.10.2018

 საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გარდაბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. 

“ახლოვდება არჩევნების დღე. ეს, ნამდვილად, არჩევანის დღეა და ეს არჩევანი მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი პრეზიდენტი გინდათ. გსურთ პრეზიდენტად რომელიმე პარტიის ლიდერი, რომელიც პარალელურად ზეპარტიულობას ირწმუნება? გინდათ პრეზიდენტი, რომელიც სიძულვილს თესავს, ტყუილ დაპირებებს გაძლევთ, როცა იცის რომ მათი შესრულება პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის და მაინც გპიდებათ რაღაცებს? გინდათ პრეზიდენტი, რომელიც აგრძელებს იმ წარსულს, რომელშიც ვიყავით ჩაფლული და რომლიდანაც გამოვედით? 

როგორი პრეზიდენტი გინდათ ეს არის თქვენი გადასწყვეტი და არა ჩემი. მე, მოვდივარ თქვენთან როგორიც ვარ, არც გატყუებთ, არც ზედმეტს გეუბნებით. კახელი და ვარ მიყვარს სიმართლის თქმა, ზოგჯერ მწარე სიმართლის, ზოგჯერ პირდაპირი სიმართლის და ზოგჯერ ჯიუტი სიმართლის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×