რეზონანსი
09.10.2018

 ხელვაჩაურის სასამართლომ ქმარს ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ჩარტყმისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, დედამთილს კი რძლის აკვნის ჯოხით ცემისთვის 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შემთხვევა 1 წლის წინ მოხდა. როგორც დედამთილი მაგული ფუტკარაძე "იმედთან" საუბარში ამბობს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის მუდმივად ხდებოდა კონფლიქტი. ამ ბოლო შემთხვევაში კი, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა, დაპირისპირება თავიდან დედამთილსა და რძლის დას შორის დაიწყო. საბოლოოდ, ჩხუბში ფუტკარაძის შვილიც ჩაერთო. როგორც მაგული ფუტკარაძე ამბობს, ის თავის დაცვას ცდილობდა და ამისთვის აკვნიდან ჯოხი გამოაძრო, რომელიც რძალს მოხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×