რეზონანსი
09.10.2018

 (რეზონანსი) საქართველოს იმდაგვარი რუკის დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს.

„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ინიცირებისთვის მზად არის და განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. პროექტი დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა მოამზადეს.

პროექტის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი საქართველოს რუკის ნაბეჭდი გამოცემის, ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, იმპორტი და ექსპორტი გამოიწვევს ჯარიმას ან 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში გამართულ საჭადრაკო ღონისძიებაზე რუსულმა დელეგაციამ საქართველოს რუკები დაარიგა, რომელზეც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში წარმოდგენილი არ იყო.

ოლიმპიადის დასასრულს თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×