რეზონანსი
09.10.2018

 (რეზონანსი) ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი უკვე საკუთარ ოჯახი იმყოფება.

მაია ოთინაშვილის ოჯახში იმყოფება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

"თვითონ გადმოვიდნენ და დამაკავეს. ოსები იყვნენ. რუსებთან მიმიყვანეს. კარგად მექცეოდნენ. დაკავების დროს იყო სირთულეები, თუმცა, ადგილზე ცუდი არაფერი ხდებოდა. რუსულად მელაპარაკებოდნენ და არ მესმოდა. მათ ჩემი ქართული არ ესმოდათ. ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა. დაკავების დროს მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რადგან წინააღმდეგობა გავუწიე. იქ თითიც არავის დაუკარებია. ერთი დღე ვიყავი რუსების ბაზაზე და შემდეგ ცხინვალის იზოლატორში გადამიყვანეს", - განაცხადა მაია ოთინაშვილმა.

მაია ოთინაშვილთან ერთად, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მწყემსი, აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×