რეზონანსი
09.10.2018

 (რეზონანსი) მაია ოთინაშვილთან ერთად, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მწყემსი, აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს.

50 წლის მწყემსი ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ოჯახმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაწესებული 2 000 რუსული რუბლი 7 ოქტომბერს გადაიხადა.

მწყემსი რუსმა სამხედროებმა ორი დღის წინ სოფელ კირბალიდან იმ დროს აიყვანეს, როცა ის შვილთან და თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.

რაც შეეხება მაია ოთინაშვილს, ის ოკუპანტებმა 29 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს.

მაია ოთინაშვიმა და აკაკი დოთიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია უკვე დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×