რეზონანსი
09.10.2018

 (რეზონანსი) საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 37 წლის ქალი - მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი იუწყება, საქართველოს მოქალაქეს ერთწლიანი პირობით სასჯელი დაეკისრა.

დეფაქტო უწყებაში ირწუნებიან, რომ ოთინაშვილმა საპატიმრო უკვე დატოვა და ის ქართულ მხარეს გადაეცა.

მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება და ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×