რეზონანსი
09.10.2018

 პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით, სტატუსს აქვეყნებს:

"გულწრფელად მინდა ვიკითხო, მართლა მაინტერესებს - ასე მშვიდად ვუყუროთ, როგორ კლავენ მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ მომღერალს, რომელმაც უდიდესი ქველმოქმედება გასწია და 115 მრავალშვილიან ოჯახს გადასცა ბინა? უფასოდ ჩამოიყვანა უუდიდესი მომღერლები, ბალერინა თუ პიანისტი.

დამისახელეთ ქვეყანა (ჩვენს სამეზობლოში), რომლის ხელისუფლების "სპეც პიარ სამსახურები" სხვადასხვა თეატრებში რეკავდნენ და თავს ჭრიდნენ საკუთარ მომღერალს და ქვეყანას! მართლა რა უბედურებაა, ასეთი თავდასხმა ამ მომღერალზე და თან არარსებული მტკიცებულებებით. შეწყდეს უნდა ეს ტალახი! ნუ მოკლავთ სახელგანთქმულ ბანს!" - წერს ჩარკვიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×