რეზონანსი
09.10.2018

 ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა - დაშავებულია ხუთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ მსხვილფეხა საქონელს შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხრიდან მომავალ მიკროავტობუსს შეასკდა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა.

მიკროავტობუსში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. შედარებით მძიმე დაზიანებები მიიღო მიკროავტობუსის მძღოლმა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×