რეზონანსი
08.10.2018

 საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კომერციული ბანკიდან მილიონი ლარი ისესხა. შესაბამისი ინფორმაცია კანდიდატის ფინანსურ ანგარიშგებაშია მითითებული, რომელიც აუდიტის სამსახურის საიტზე გამოქვეყნდა და 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს – არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.

კანონმდებლობის ამ მუხლით 2016 წელს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლა, რომელმაც 1 მილიონი ლარი ბანკი „ქართუსგან“ ისესხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×