რეზონანსი
08.10.2018

დღეს თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“  შენობიდან შუშა ჩამოვარდა და მისი ნამსხვრევები ქუჩაში ეყარა. ამჯერად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის გახმაურების შემდეგ ადგილზე მივიდა „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი, რომელსაც გამვლელებმა უთხრეს, რომ ქუჩაზე ჩამოყრილი ნამსხვრევები არა ფანჯრის ჩამოვარდნისას, არამედ დაზიანებული შუშის გამოცვლის შედეგად გაჩნდა.

ეს სწორედ ის შენობაა, სადაც საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური — საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა განთავსებული და მისი მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე მოღვაწეობს, რომლის შემოსავალი წელიწადში 341 700 ლარს შეადგენს.

სწორედ ზუმბურიძის დაქვემდებარებაშია შენობა, სადაც რამდენიმე თვის წინ, შუშის ჩამოვარდნით მოზარდი გადაიცვალა.

ამ ფაქტზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და დამნაშავის დადგენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×