რეზონანსი
08.10.2018

 ქართველი მინისტრების უმრავლესობას მრჩევლები აღარ ჰყავს. მათ სახელი გადაერქვათ და კონსულტანტი ეწოდა, უმრავლესობის შემთხვევაში კი, საერთოდ გაუქმდა.  აღნიშნულს საჯარო მმართველობის რეფორმა ითვალისწინებს, რომელზეც მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. 

წლების განმავლობაში სიტყვა „მრჩეველი“ საჯარო სამსახურში ყველაზე გავრცელებული თანამდებობა იყო, თუმცა ამ შინაარსის მიღმა რა იმალებოდა, დღემდე გაუგებარია. მინისტრებს ჰყავდათ მოადგილეები და პარალელურად 3-4, ზოგ შემთხვევაში 7 მრჩეველიც კი. მათ ხელფასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯებოდა. 

„ბიზნესპრესნიუსი“ გამოითხოვა ინფორმაცია მინისტრების მოადგილეებისა და მრჩევლების შესახებ:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია - 6 მოადგილე, 1 მრჩეველი.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი - 5 მოადგილე , მრჩეველი არ ჰყავს. 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია - 4 მოადგილე - მრჩეველი არ ჰყავს. 

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი - 4 მოადგილე, მრჩეველი არ ჰყავს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი - 5 მოადგილე, მრჩეველი არ ჰყავს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, - 1 მოადგილე, მრჩევლები არ ჰყავს.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - 5 მოადგილე, მრჩეველი არ ჰყავს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო - 2 მოადგილე, 2 კონსულტანტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - 4 მოადგილე; 3 მრჩეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×