რეზონანსი
08.10.2018

 საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობა წარმოუდგენელი მასშტაბის გადამზადების პროგრამის დაწყებას გეგმავს. მის განხორციელებაში მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაეხმარებიან და ის, სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება. 

მინისტრს დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ თქვა, რომ ეს იქნება ტექნიკური გადამზადების მასობრივი პროგრამა. 

„ვგეგმავთ, საერთოდ წარმოუდგენელი მასშტაბის გადამზადების პროგრამებს. ჩვენ შეიძლება 40-50 ათასი ადამიანი გადავამზადოთ შემდეგი წლების განმალობაში. ამაში გვეხმარებიან კერძო კომპანიები და საერთაშორისო დონორები, როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარებოს ბანკი, ევრობანკი, "კაეფვე" ეს იგეგმება ახლა და 2019 წლიდან თქვენ დაინახავთ როგორი მასშტაბური პროგრამები იქნება ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გიორგი ქობულია საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ უიბლერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი, მინისტრმა განაცხადა, რომ „აშშ-ის მთავრობა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მზადაა, დაგვეხმაროს მასობრივი გადამზადების პროგრამების განხორციელებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×