რეზონანსი
08.10.2018

 (რეზონანსი) რეჟისორი გიორგი შენგელაია, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა და საბოლოოდ უარი განაცხადა, გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის პროცესს იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა და ის ამ პროცესებში მონაწილეობას არ ნანობს:

„ყველაფერი ლოგიკურად გაკეთდა მაშინ! მიხარია, რომ სწორად მოვიქეცი. როგორ შეიძლებოდა გამსახურდიას ხელისუფლებაში დატოვება?! სააკაშვილიც და ივანიშვილიც გამსახურდიები არიან და მათაც ისევე შევებრძოლები, როგორც მაშინ - ზვიად გამსახურდიას!"- განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

წყარო „ასავალ-დასავალი"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×