(რეზონანსი) სასმელი წყლის შადრევნებს თანამედროვე ტიპის, წყლის ჩამკეტიონკანები დაუმონტაჟდებათ. თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვისჯგუფმა", სასმელი წყლის რაციონალური ხარჯვის მიზნით, უკვე 300ერთეული ონკანი შეიძინა.
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში ონკანებისმონტაჟი უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება.
ჩამკეტი ონკანები უკვე დამონტაჟდა რიყის პარკის, ვაკის პარკისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულისასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასმელი წყლის შადრევნებზე.
უახლოეს დღეებში იგეგმება რუსთაველის გამზირის, შარტავას ქუჩის, წურწუმიას ქუჩის, მზიურის პარკისა დამაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერში არსებული სასმელი წყლის შადრევნების შეკეთება და ახალი ონკანებითაღჭურვა.
შპს „ეკოსერვის ჯგუფი" ჩამკეტ ონკანებს დედაქალაქის გამგეობებს გადასცემს, რათა წყლის რაციონალური ხარჯვათბილისის მასშტაბით იყოს უზრუნველყოფილი.