რეზონანსი
08.10.2018

 (რეზონანსი) ხელისუფლების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი Edison Research-ის სოციოლოგიურ კვლევას ეხმაურება, რომელიც 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და რომლის მიხედვითაც არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ის გამოქვეყნებულ კვლევებს მნიშვნელობას არ ანიჭებს.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე ვენდობი თუ არ ვენდობი კვლევებს, რომელიც ჯამში 110%-ს აფიქსირებს. ცოტა უცნაურია, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის, როგორ კვლევას დადებს საქართველოს მოსახლეობა 28 ოქტომბერს და მე ამისი იმედი მაქვს მჯერა და რწმენა. ვფიქრობ მეორე ტური არ იქნება და არც ველოდები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×