რეზონანსი
08.10.2018

 (რეზონანსი) ვანეჩეკების ოჯახი შვედეთში დასასვენებლად იმყოფებოდა. მათ ტბის პირას პატარა კომფორტული სახლი ჰქონდათ. 8 წლის საგი მამასთან ერთად ნავით ტბაში იყო შესული, რა დროსაც გოგონამ წყალში ჩახტომა მოინდომა, მამა კი ზემოთ ელოდებოდა. როგორც მამაკაცი იხსენებს, გოგონამ მოულოდნელად წყლიდან ხელი ამოწია, რომელშიც ძველი ხმალი ეჭირა. თავიდან იფიქრეს, რომ ძველი სათამაში იყო, თუმცა სახლში მაინც წაიღეს.

ხმლის ვიზუალი და წონა იმდენად უჩვეულო იყო, რომ ოჯახის უფროსი წევრები დაეჭვდნენ და საბოლოოდ გადაწყვიტეს, არქელოგებისთვის ენახებინათ ის. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და გაოცებულებმა ვანეჩეკების ოჯახს უთხრეს, რომ საბრძოლო იარაღი 1000 წელზე მეტს ითვლის და ვიზუალიდან გამომდინარე ის ვიკინგებს ეკუთვნოდათ. ამის შემდეგ, არქეოლოგებმა სთხოვეს მათ, რომ არ გაეჟღერებინათ ეს ინფორმაცია, თავად კი ტბის ფსკერის შესასწავლად წავიდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, წყალში მათ კიდევ რამდენიმე უძველესი ატრეფაქტები აღმოაჩინეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×