(რეზონანსი)ამერიკული გამოცემა, «Al-Monitor»-ი აქვეყნებს სტატიას, სადაცმოცემულია ის მიზეზები, რის გამოც ირანის მოქალაქეები მასიურადცდილობენ საქართველოში უძრავი ქონება შეიძინონ და დასახლდნენ.
„საქართველოში ბინა ვიყიდე, იქ ბინადრობის უფლებაც გარანტირებულია"-მიზეზები რის გამოც ირანელებისაქართველოში საცხოვრებლად მასიურად ჩამოდიან.
ამერიკული გამოცემა, «Al-Monitor»-ი აქვეყნებს სტატიას, სადაც მოცემულია ის მიზეზები, რის გამოც ირანისმოქალაქეები მასიურად ცდილობენ საქართველოში უძრავი ქონება შეიძინონ და დასახლდნენ.
„Georgia Amlak-ის კონსულტანტი მოჰსენ სალმანი Al-Monitor-თან საუბარში ამბობს, რომ „ისინი, ვისაცსაქართველოში წასვლა სურთ, პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ.
პირველ ჯგუფს ბინადრობის უფლების მიღება და საქართველოში ცხოვრება სურთ, რათა ეკონომიკურიპრობლემების შიში აღარ ჰქონდეთ და აშშ-ის მუდმივის სანქციების ქვეშ აღარ იყვნენ. მეორე ჯგუფს იმედი აქვს,რომ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება მათ ევროპაში ცხოვრების უფლების მიღებაშიც დაეხმარება, თუ,რასაკვირველია, საქართველო შენგენის ზონის ნაწილი გახდება [2020 წლისათვის]... ეს საკმაოდ მომხიბლავიფაქტორია, რომელიც ირანელებს საქართველოში იზიდავს. იმ დროს, როცა ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებივიზის გაცემის ვადებს ამკაცრებენ, საქართველო ღია კარის როლს ასრულებს იმ ირანელებისათვის, რომლებსაცევროპის ქვეყნებში წასვლა შედარებით უფრო იოლად სურთ, რიგი საელჩოების მიერ დაწესებული ბარიერებისგარეშე".
Al-Monitor-ის კორესპონდენტი აგრეთვე ესაუბრა თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული რესტორნის ყოფილმენეჯერს ეჰსან ზაჰირს, რომელმაც თქვა: „მე საქართველოში გასულ წელს ვიყავი, რათა გამეგო, რა ქვეყანაა ისეთი,სადაც ბევრს სურს წასვლა-მეთქი. ჰოდა, ოთხი თვის წინათ იქ ბინის ყიდვა გადავწყვიტე. ეკონომიკა ვითარდება,ცხოვრების ფასი ნორმალურია. ირანისაგან განსხვავებით, საქართველოში ცხოვრების დროს ფულის დაზოგვაცშეიძლება, ბინადრობის უფლების მიღებაც უზრუნველყოფილია, რაც შენგენის ზონაში დაშვების იმედს მაძლევს2020 წლისათვის. მე ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობა მექნება".
მართალია, ვიზალიბერალიზების შეთანხმების მიხედვით, შენგენის ზონის ქვეყნებში წელიწადში 180 დღითყოფნის უფლება მხოლოდ ქართული პასპორტის მფლობელებს აქვთ, თეირანში საიმიგრაციო საკითხთაკონსულტანტები ირანელებს არწმუნებენ - საქართველოს მოქალაქეობის მიღება ძალიან მარტივია, თუ იქბინადრობის მუდმივი უფლება გექნებათო.
მაგრამ ირანის ელჩი სეიედ ჯავად ყავამშაჰიდი ყველას აფრთხილებს, რომ საიმიგრაციო კომპანიების დაპირებებისაქართველოში ცხოვრების ლად მიღების თაობაზე ხშირად თაღლითობას წარმოადგენს: „საქართველოში უძრავიქონების შეძენა არუფლების იო იძლევა ამ ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების გარანტიას". როგორც მან „ბი-ბი-სი"-სინტერვიუში განაცხადა, ირანის ბევრმა მოქალაქემ რომლებმაც საქართველოში ბინადრობის უფლება დროებითმიიღეს, მისი ვადების გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
NSP.GE