რეზონანსი
08.10.2018

 (რეზონანსი) ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას პორტრეტის შემქმნელი მხატვარი ლევან გოგიტაძე ახალი გამოფენისთვის ემზადება. ამჯერად მხატვარი პოლიტიკოსების პორტრეტებს წარმოადგენს.

მხატვარი ამბობს, რომ ამ ფორმით ეხმაურება და აპროტესტებს იმ სკანდალს, რომელიც კოზენცას და ქუთაისის მერების პორტრეტების გამოფენას მოჰყვა. გოგიტაძის თქმით, გამოფენა საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხით მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარებიან.

სექტემბერში იტალიაში მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტებიც გამოიფინა. ისინი ვორკშოპის ფარგლებში ქუთაისელმა მხატვარმა ლავენ გოგიტაძემ დახატა. გამოფენამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×