რეზონანსი
08.10.2018

 ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ფეისბუქ მიმართვას, რომელიც გვარამიამ რამდენიმე დღის წინ დაწერა, ბრიფინგი მიუძღვნა და მას "ფაშისტი" უწოდა:

"ეს განცხადება არის უნიათო და ხელმოცარული ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული 6 წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხადა ქართული დემოკარტიის, საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი აზრით, ეს ისტერიული განცხადება უსათუოდო უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის პარტიული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×