რეზონანსი
08.10.2018

 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ამბობს, რომ მისთვის დღეს გადამწყვეტი მომენტია. მან ან ახლა უნდა აჩვენოს, რომ არ არის ამ მანკიერების თანამონაწილე და ეს უნდა გააკეთოს მაქსიმალურად აგრესიული მეთოდებით, ან საბოლოოდ მოაწეროს ამ სიბინძურეზე ხელი.

„მას აქვს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური ნება აჩვენოს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც. ივანიშვილს ახლა პრობლემა მხოლოდ საქართველოში არა აქვს, მას პრობლემა აქვს იმ დასავლურ სამყაროსთან, რომლისკენაც მივდივართ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ოქუაშვილის საქმის ამ უხეირო შეფუთვას ნამდვილად არ "ჭამენ". ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს იმაზეც, რა იქნება მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა წავა ხელისუფლებიდან, ეს სისტემა ხომ ყველაფერს მას დააბრალებს. ყველა იმას იტყვის, ჩვენ პატარა კაცები ვიყავით და რასაც ვაკეთებდით, ბიძინა გვავალებდაო. ამიტომაც მის სასიცოცხლო ინტერესებშია აღკვეთოს ეს ყველაფერი დროულად“, - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×