რეზონანსი
08.10.2018

 საფეხბურთო კლუბ „მერცხლის“ გენერალური დირექტორის საქმეში შესაძლოა ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის დანაშაულის კვალი გამოიკვეთოს.

არსებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბის გენერალურ დირექტორს, მურთაზ აბაშიძეს ყოფილმა მერმა ბეგლარ სიორიძემ აიპი გაუუქმა. აბაშიძემ იჩივლა, სასამართლო მოიგო და ძველი მერის ბრძანებით კომპენსაციაც ჩაერიცხა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოზურგეთში ახალი მერი მივიდა, მან აბაშიძეს კომპენსაცია ხელმეორედ ჩაურიცხა.

„იმედის კვირამ“ გაარკვია ასევე, რომ არარსებული აიპის არარსებული გენერეალური დირექტორი ყალბ ბეჭედსაც იყენებდა. ასე დანიშნა მან სამსახურში კიდევ 15 ადამიანი, რომელთა ხელფასებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ირიცხებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×