რეზონანსი
08.10.2018

 გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნით ახალსოფლის ცენტრში სარფი-ბათუმის ცენტრალური მაგისტრალი გაიხსნა. 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი ამ დრომდე ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფება.

ინციდენტის გამო უკვე ნახევარი საათია გადაკეტილია იყო ახალსოფლის ცენტრში სარფი-ბათუმის ცენტრალური მაგისტრალი. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ახალსოფლის ცენტრში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცს პატრული გადამოწმების მიზნით აჩერებდა, რა დროსაც ის ცუდად გახდა და გარდაიცვალა. მამაკაცი აფთიაქში შესვლას და წამლის ყიდვას ითხოვდა, თუმცა პოლიციელება ამის საშუალება არ მისცეს და მოულოდნელად გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×