ცოტა ხნის წინ ბათუმი-სარფის ცენტრალური მაგისტრალზე აქცია გაიმართა. ახალსოფლის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი თანასოფლელის გარდაცვალების გამო შეიკრიბნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს 60-წლამდე მამაკაცი პატრულმა გააჩერა, კაცმა ეკიპაჟს განუცხადა, რომ ცუდად იყო და წამალი სჭირდებოდა. მათი თქმით, პატრულმა ის არ გაუშვა, კაცი კი მოულოდნელად გარდაიცვალა. შეკრებილები საპატრულო ეკიპაჟის წევრების დასჯას ითხოვენ.
"კაცი ცუდად იყო, უნდოდა წამალი დაელია და ითხოვდა აფთიაქში მისვლას, პატრულმა კი არ გაუშვა. ამ საუბარში იგი გარდაიცვალა, რის გამოც გამოედოთ და გზა გადავკეტეთ. ველოდებით ჭირისუფალს, ის იტყვის რას ვითხოვთ და რა უნდა ვქნათ," - ამბობენ შეკრებილები.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადება უკვე გაავრცელა. უწყების ცნობით, კაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც შემოწმების შემდეგ მოძრაობა გააგრძელა. ამასთან მომხდარზე გამოძიება გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, პატრულ-ინსპექტორებს კი გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ.