რეზონანსი
07.10.2018

 ფინანსთა მინისტრის თქმით, "ომეგა ჯგუფის" და ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებლის ბრალდება, თითქოს ის დავალიანების გადავადებაში ვინმეს ფულს უხდიდა, აბსურდია.

"საზოგადოებამ იცის, რომ ასეთი დაცული ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა საქართველოს პირობებში. ჟურნალისტებმაც ხომ იციან, რომ მედიას არავინ ავიწროებს და ატერორებს? ბატონი ოქუაშვილი ჩემთვის ცოტა გაურკვევლად ლაპარაკობს ხოლმე, ცოტა მიჭირს აზრის გამოტანა. მე მაინც მგონია, რომ მას იმდენი ჭკუა ჰქონდა, არ გადაეხადა ფული იმაში, რომ გადაევადებინა. მერე შეიცვლებოდა მინისტრი, თუმცა ვის უხდიდა არ ვიცი, მაგრამ ახალი მინისტრი მაინც მოთხოვდა გადახდას… გადავადებაში ფულის გადახდა აბსურდია, ეს საღ აზრს მოკლებულია", – განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×