რეზონანსი
07.10.2018

 ჩინეთი ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი, რომელიც სექტემბრის ბოლოს ჩინეთში გაემგზავრა და მას შემდეგ ოჯახს და ნაცნობებს არ დაკავშირებია, დაპატიმრებულია. ის „დანაშაულებრივ საქმიანობაშია“ ეჭვმიტანილი, თუმცა კონკრეტულად რას ედავებიან, უცნობია.

მენ ჰუნვეი დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს მაშინვე, როგორც კი 25 სექტემბერს მისი თვითმფრინავი ჩინეთში დაეშვა. მენ ჰუნვეის ცოლმა განაცხადა, რომ გაუჩინარებამდე მეუღლემ დანის ფოტო გაუგზავნა. მისი აზრით, ამ ფორმით ის შეეცადა მისთვის ეთქვა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. ფოტოს მიღებამდე ოთხი წუთით ადრე ქალმა ქმრისგან მიიღო შეტყობინება „ჩემს ზარს დაელოდე“.

ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×