რეზონანსი
07.10.2018

 სოციალურად დაუცველი 61 წლის ქალბატონი მეხუთე წელია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში, მძიმე პირობებში შვილთან ერთად ცხოვრობს. გადახრილ შენობას უზარმაზარი ნაპრალები აქვს და თითქმის მთლიანად გამოცლილი აქვს საყრდენები. სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. წვიმისა და ქარის დროს ცელოფანში გახვეულებს უწევთ ძილი. ადგილობრივ ხელისუფლებას დასახმარებლად მიმართეს, თუმცა გამგეობაში უთხრეს, რომ დახმარებას უფულობის გამო ვერ შეძლებენ.

სოციალურად დაუცველ დედა-შვილს ყოველდღიური საკვების პრობლემაც აქვს და მხოლოდ მეზობლების იმედად არიან. ინდირა კაკუბერი ვერც პენსიას იღებს, რადგან 4 წლის პენსია წინასწარ შვილის სამკურნალოდ გამოიტანა.

მეზობლები ოჯახს შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. აბედათის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება საშენ მასალას გამოუყოფს, სახლის აშენებაში თვითონ დაეხმარებიან. მეზობლების შეფასებით, კაკუბერების სახლი ზამთარს ვერ გადაიტანს.

"რუსთავი 2-ს“ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, რომ როგორც შეეძლოთ ოჯახს დაეხმარნენ, თუმცა სახლის აშენების შესაძლებლობა მათ არ აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×