რეზონანსი
07.10.2018

 (რეზონანსი) ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა აქცია - „არა ბათუმის ჩაბეტონებას" მიმდინარეობს. აქცია საზოგადოება „ბათომის" ორგანიზებით იმართება. აქცია, 3 ოქტომბერს დააანონსდა და ამავე დღეს „ბათომმა" ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

„მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები. სწორედ იქ, სადაც 9 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. მათ შორის ერთის - 54-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაწყებულია.

საზოგადოება „ბათომი" მიიჩნევს, რომ ლაშა კომახიძემ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და აპირებს მიმართოს სასამართლოს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×