რეზონანსი
07.10.2018

 ამა­ღამ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ყინ­ვა, ხვალ კი, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ე­რი ქა­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ი­და­რა, თუმ­ცა ხვალ ზემო იმე­რეთ­სა და კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე იქ­რო­ლებს აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, რომ­ლის სიჩ­ქა­რე დრო­გა­მოშ­ვე­ბით 20-25 მ/წმ-ში იქ­ნე­ბა. ასე­ვე, გორი-სუ­რა­მის მო­ნაკ­ვეთ­ზე ქა­რის სიჩ­ქა­რე 17-22 მ/წმ-შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვალ დღი­სით ტემ­პე­რა­ტუ­რა 26 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს; აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში კი, პი­რი­ქით და­იკ­ლებს და 13-18 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, თბი­ლის­ში - 17 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უმე­ტე­სად ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა და ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში, მათ შო­რის თბი­ლის­ში იწ­ვი­მებს.ამას­თან, ამა­ღამ მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ღა­მით ყინ­ვა იქ­ნე­ბა და 0,-5 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

8 ოქ­ტომ­ბერს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დათ­ბე­ბა, თუმ­ცა აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღი­სით ტემ­პე­რა­ტუ­რა 24-29 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი; აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 16-23 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, თბი­ლის­ში - 20 გრა­დუ­სი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×