რეზონანსი
07.10.2018

 (რეზონანსი) მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა გრიგოლ ვაშაძეს.

„სალომე ქართველია? მითხარით სალომე იცის ქართული ენა? ის ჩვენი ქვეყნის პატრიოტია? აბა რატომ უნდა ავირჩიოთ? რატომ უნდათ რომ დაღუპონ ეს ქვეყანა? რამდენი ადამიანი დაგვასვა ივანიშვილმა რომელმაც არ ივარგა. ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც არის განათლებული, თავისი სამშობლოს მოსიყვარულე, რომელმაც იცის ქართული ენა,"-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×