რეზონანსი
07.10.2018

 (რეზონანსი) გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა" ადრეატიკის ლიგაში მეორე მატჩიც გამართა და ბელგრადული „ფმპ" 89:61 დაამარცხა. ამის შესახებ Betexplorer-ზე ვკითხულობთ.

სასტარტო ხუთეულში მყოფმა ბითაძემ 24:55 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მოგვიანებით კი ბითაძემ 5 პესონალური ჯარიმა მიიღო, რის გამოც მოედანი დატოვა.

ადრეატიკის ლიგაში გამართული 2 ტურის შემდეგ, 2 მოგებით „მეგა ბიმაქსი" ერთ-ერთი ლიდერია.

13 ოქტომბერს გოგა ბითაძის გუნდი „ცედევისტას" ეთამაშება. შეხვედრას ზაგრები უმასპინძლებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×