რეზონანსი
07.10.2018

 (რეზონანსი) ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა. ჯუმბერ იზორიამ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იზორია აცხადებს, რომ მისი გადადგომა 29 სექტემბერს, "შაბათის კურიერში" გასულ რეპორტაჟს უკავშირდება, რომლის თანახმადაც პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი იყიდებოდა.

"უკავშირდება უსაფუძვლო ბრალდებებს, ჩემი ნათესავებისთვის დაბრალებული უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მე არ მიმაჩნია სწორედ რომ ამ ბრალდებების მერე ადამიანი მუშაობდეს ამ თანამდებობაზე და მე თვითონ გადავწყვიტე და დავტოვე თანამდებობა," - აცხადებს იზორია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×