რეზონანსი
07.10.2018

 (რეზონანსი) პაატა ბურჭულაძის მეუღლეს ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე ელოდებიან. ანგელა ვასილენკო, რომელიც საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა, მზად არის სასამართლოში ყველა იმ დეტალზე ისაუბროს, რაც ფონდის საქმიანობას უკავშირდება.

"პროკურატურის გამომძიებელს ლომთაძეს შევატყობინე რომ 8 რიცხვში მე წარვდგები სასამართლოს წინაშე მოწმის სტატუსით და ჩვენებას მივცემ. მინდა მოვუყვე სასამართლოს რას აკეთებდა 14 წლის განმავლობაში ფონდი, როგორ ეხმარებოდა ის ბავშვებს, როგორ ხდებოდა კონცერტების ორგანიზება, რამდენი სპონსორი მონაწილეობდა ამ პროექტებში და როგორ გვეხმარებოდნენ უცხოელები. საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას მივაწვდი. გარდა ამისა მინდა ავღნიშნო, რომ აღშფოთებული ვარ ჟურნალისტების ბინძური PR-ის გამო. ისინი დილის შვიდ საათზე თავს დამესხნენ და მეკითხებოდნენ, რატომ გავრბივარ ქვეყნიდან. მე ვუთხარი რომ პირად საქმეზე მივემგზავრებოდი და 2 დღეში დავბრუნდებოდი. მიუხედავად ამისა ახალ ამბებში მათ თქვეს, რომ თურმე ქვეყნიდან გავიქეცი. ეს სასაცილოა,"-აცხადებს ანგელა ვასილენკო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×