რეზონანსი
07.10.2018

 (რეზონანსი) ვაზიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალზე, სოფელ ვაზიანის წრესთან მოხდა.

როგორც ცნობილია "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანა გზაზე მდგარ სამ ქვეით მამაკაცს შეეჯახა, შემდეგ მოცურდა და ამოტრიალდა. ავარიის შედეგად ორი ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი ქვეითი და მძღოლი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი არ ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×