რეზონანსი
07.10.2018

 (რეზონანსი) ამერიკელი მსახიობი სკოტ უილსონი გარდაიცვალა. ის 76 წლის იყო. ამის შესახებ ტელესერიალ "მოსიარულე მკვდრების" ოფიციალურ გვერდზე დაიწერა. მსახიობი ამავე სერიალში ჰერშელ გრინის როლს ასრულებდა.

მსახიობი ლოს-ანჯელსში თავის სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ლეიკემია გახდა.

სკოტ უილსონი 1942 წელს დაიბადა, სამსახიობო კარიერა კი 1967 წელს დაიწყო. ის 80-მდე ფილმში გადაღებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×