რეზონანსი
07.10.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

სამართალდამცველებმა, ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, 2 კი ამავე დანაშაულის ჩადენაში ამხილეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1975 წელს დაბადებულმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირმა რუსთავში ფერმიდან 12 ძროხა მოიპარა. სამართალდამცველებმა იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ორი კაცი კი პოლიციამ მოპარული ძროხების რეალიზაციის დროს დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დმანისში 10 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოიპარეს.

სამართალდამცველებმა დმანისში 11 სული ძროხის ქურდობის ფაქტზე ამხილეს 1988 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ს.ჩ.

ასევე, მარნეულში, 5 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობის ფაქტზე ამხილეს 1973 წელს დაბადებული ა.ჰ., რომელიც წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

პოლიციამ ხუთივე პირის მიერ მოპარული 38-ვე ძროხა მეპატრონეებს დაუბრუნა.

გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ა", „ბ" ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×