რეზონანსი
06.10.2018

 (რეზონანსი) ნატო-საქართველოს წვრთნები არის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

„ეს მნიშვნელოვანია, სულ მცირე ორი მიზეზის გამო. მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური სიგნალის გამო, რომელსაც ნატო ერთობლივი წვრთნების ჩატარებით აგზავნის და ასე ვიტყოდი, ეს არის სიგნალი, რომლის გაგზავნაც გვსურს.

ჩვენ არაფერს ვაკეთებთ სხვების საწინააღმდეგოდ. წვრთნები ძალიან ყურადღებით მომზადდება, რათა ყველასთვის ნათელი იყოს მისი მიზანი. ეს არის სოლიდარობის პოლიტიკური სიგნალი და დემონსტრირება, რომ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნისგან შემდგარი ერთი გუნდი ვართ.

საქართველო არ არის ნატოს წევრი, მაგრამ არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ძალიან მჭიდრო პარტნიორი და ასპირანტი. ერთობლივ წვრთნებს აქვს პრაქტიკული ასპექტიც. შეიარაღებულ ძალებს შორის გაიზრდება თავსებადობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი წევრობისთვის", - აღნიშნავს აპატურაი "პირველ არხთან".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×