რეზონანსი
06.10.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთში პენსიონერის დაყაჩაღების საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხში, 1942 წელს დაბადებული ს.წ.-ს საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 9000 ლარი გასტაცა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. მათივე თქმით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის საქმეზე, სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×