რეზონანსი
06.10.2018

 (რეზონანსი) ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, პეკინში, ნახევარფინალში მსოფლიოს მე-14 ჩოგანი, ბრიტანელი კაილ ედმუნდი ორ სეტში - 6:7, 4:6 დაამარცხა და ATP ტურნირის მეორედ მოგების შანსი აქვს.

ფინალში უბრძოლველად გავიდა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომლის მეტოქეც კორტზე ტრავმის გამო არ გამოცხადდა.

ამ მოგებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგს სამასი ქულა შემატა და 1557 ქულით კვლავ 28-ე ადგილზე რჩება. ნიკოლოზ ბასილასვილსა და ხუან მარტინ დელ პოტროს შორის დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×