რეზონანსი
06.10.2018

 (რეზონანსი) განთქმულ საოპერო მომღერალს მონსერატ კაბალიეს ბარსელონაში 8 აგვისტოს დაკრძალავენ. ცნობილ სოპრანოსთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია კი ხვალ გაიმართება.

მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში ბარსელონის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

მონსერატ კაბალიეს საოპერო კარიერა 50 წელს ითვლის. მისი წარმოდგენები იმართებოდა „მეტროპოლიტენ ოპერაში", სან ფრანცისკოსა და ვენის ოპერის სახელმწიფო თეატრებში.

ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სხვების დახმარება იყო. 50 წელზე მეტი ის გაჭირვებულ და ავადმყოფ ბავშვებს ეხმარებოდა. სწორედ ამ მიზნით, ის 2007 წელს 14 დეკემბერს საქართველოში პირველად ჩამოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×