რეზონანსი
06.10.2018

 (რეზონანსი) რუსთავში, თბილისის ქუჩაზე კათოლიკური ეკლესია საზეიმოდ გაიხსნა.

რუსთავის ეკლესიის კურთხევის საზეიმო წმინდა წირვა კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, ყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე ჯუზეპე პაზოტოსადა საქართველოში სამოციქულო ნუნცის, ყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე ხოსე მეტენკურის მიერ აღევლინა.

წირვას რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სხვადასხვა რელიგიული კონფესიის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება და მრევლი ესწრებოდა.

„დღეს რუსთავის კათოლიკური ეკლესიის გახსნა არის დასტური იმისა, რომ ურთიერთთანამშრომლობისა და დიალოგის გზით, სააგენტოსა და რელიგიური ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობით მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება ამ სფეროში არსებობდეს", - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×