რეზონანსი
06.10.2018

 (რეზონანსი) სოფელ თლუღში, შუახნის მამაკაცი გირჩის კრეფის დროს, 50 მეტრიანი ხის კენწეროდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას "იმერეთი ნიუსი" ავრცლებს.

"მკრეფავების პირობებზე, არცერთი კომპანია ფიქრობს. არავინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ დაატრენინგონ, აღჭურვონ, დააზღვიონ. რამდენი ადამიანი წირავს და რისკავს სიცოცხლეს იმ გირჩისთვის, რომელიც ბევრმა არც კი იცის, რომ საშობაო ნაძვისხეებისთვის ევროპაში გასაყიდად გააქვთ",- აცხადებენ თვითმხილველები.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, უწყებაში მსგავსი ფაქტის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×