რეზონანსი
06.10.2018

 (რეზონანსი) რუსეთის მოქალაქეების ნდობა ვლადიმერ პუტინის მიმართ 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

პარასკევს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს მოქალაქეთა მხოლოდ 58% ენდობა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 75%-ს შეადგენდა.

პუტინის რეიტინგი ყველაზე დაბლა 2012 წელს დაეცა, როცა მას ნდობას მოსახლეობის 51% უცხადებდა, თუმცა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, მისმა რეიტინგმა სწრაფად აიწია.

ვლადიმერ პუტინის მიმართ გაზრდილი უკმაყოფილება მას შემდეგ შეინიშნება, რაც მთავრობამ საზოგადოებას საკამათო საპენსიო რეფორმა გააცნო. დოკუმენტის თანახმად, კაცებს საპენსიო ასაკი 60-დან 65 წლამდე, ქალებისა კი, 55-დან 60 წლამდე იწევს.

საკამათო კანონი პუტინის რეიტინგზე, ჯერ კიდევ, გასულ თვეებში აისახა. "ლევადას" გამოკითხვით, აპრილში პუტინს 82% ენდობოდა, ივლისში კი მაჩვენებელი 67%-მდე დაეცა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×