რეზონანსი
06.10.2018

 (რეზონანსი) დედაქალაქის მერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას განცხადებებს „ფაშისტური" უწოდა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული შეფასებები სამარცხვინო და აღმაშფოთებელია.

„თქვენმა გენერალურმა დირექტორმა ფაშისტური განცხადებები გააკეთა, აღმაშფოთებელია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ გვარამიას განცხადებაზე გაკეთებული განმარტება. საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, უნდა გავერთიანდეთ, რომ ასეთი ფაქტები არ დავუშვათ", - მიმართა კალაძემ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს.

ნიკა გვარამიამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ვრცელი მიმართა გაავრცელა, სადაც იგი პირდაპირ იმუქრება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×