რეზონანსი
06.10.2018

 (რეზონანსი) რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებით, მისთვის მიუღებელია იმ პოლიტიკოსების საქციელი, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებენ.

"ძვირფასო მეგობრებო, ვიდრე ვიტყოდე იმას, რის გამოც გამოვედი აქ, რომ ხმა უნდა მივცეთ არაჩვეულებრივ ქალს, მინდა, ბოდიში მოვუხადო სალომე ზურაბიშვილს იმ უზრდელი პოლიტიკოსების გამო, რომლებიც ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ამ ბოლო დროს. ჩემთვის ეს მიუღებელია. თითქოს ქართველმა დაკარგა რაინდული სული და მრცხვენია ზოგჯერ.

"ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიზარდა ისეთ ოჯახში, რომ მას საქართველო წარმოედგინა რაღაც იდეალურ ქვეყნად. აღმოჩნდა, რომ ეს იდეალური ქვეყანა დაამახინჯეს, უნდა ვაპატიოთ და ალბათ, თქვენ აპატიებთ კიდევაც იმ უგუნურ პოლიტიკოსებს, საშინელი სიტყვების გამო. მე უბრალოდ, მიხარია ის, რომ პირველად, ჩვენი ქვეყნის სათავეში იქნება ქალი, რომელიც განათლებულია და განათლება მიიღო იმ ქვეყანაში, რომელიც ითვლება დიპლომატიის მშობლად და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიო პოლიტიკაში", - განცხადა სტურუამ რუსთაველის თეატრში, სადაც ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×