რეზონანსი
06.10.2018

 (რეზონანსი) ვიქნები ამ ქვეყნის პრეზიდენტი ერთი მიზნით, რომ საქმე ერთად გავაკეთოთ, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის შიგნით არ უნდა იყოს კონფრონტაცია სხვადასხვა სახელისუფლებო შტოსთან და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მთავარი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა იქნება.

"ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ბოლომდე წავალ. დიდი იმედი მაქვს, ამ ქვეყნის მთავარსარდალი არასოდეს გავხდები, რადგან თუ გავხდი, ვიქნებით საომარ მდგომარეობაში, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ მივიდეთ ამ ზღვრამდე. თუ საჭირო იქნება, არ ვიქნები წასული რომელიმე ხიდსა თუ საზღვარზე. გარეთ ამ ქვეყნის ლობისტი ვიქნები. ყოველდღიურად ვიქნები ამ ქვეყნის კულტურის, იდენტობის ლობისტი, რათა საქართველო ევროპასა და მსოფლიოში გავიტანოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×